მარტის მზე
მიდიხარ, ყინავს და ათოვებს ფანტელებს, ცალ ხელზე წაგაძრო ლექსმა ხელთათმანი, მიდიხარ, მიდიხარ, გზაც უფრო გახელებს, - არ მოჩანს სამანი... იშორებ ფოთლებს და სხეულს და აურას, და ასე - ფიფქივით ლაღი და თავნება მიაღწევ იქ, სადაც მთას ნისლი ახურავს და მიწა თავდება... და მერე პირიქით: მოდიხარ, ყინავს და ათოვებს ფანტელებს, ცალ ხელზე წაგაძრობს სხვა ლექსი ხელთათმანს, მოდიხარ, მოდიხარ, გზაც უფრო გახელებს და ისევ ერთად ვართ. იმოსავ ფოთლებს და სხეულს და აურას, და იცი - მარტის მზეს ვერ მიეფიცხები... მიაღწევ იქ, სადაც მთას ნისლი ახურავს და მიწა იწყება...
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი