ფრანგული ეტიუდი


ამდენი სითბო სად შემოგრჩა ამ სიცივეში,
შუაცეცხლს ინთებ გულმკერდში თუ კარი დაგმანე?!.
შენ დაგებედა ქალაქები - ბორდო, ლიეჟი
და მთვარე, ცაზე დაკიდული თეთრი მაქმანი...

არტახებს იხსნის კალაპოტის სადღაც იქ სენა,
ძველი შუქურა ზვირთსაჭრელის გვერდით კიაფობს...
არ გახსოვს, მაგრამ უნებურად მაინც იხსენებ:
”ვაგომტალენქო?..” მერე ისევ ედიტ პიაფი...

და სველი ბრიზი, ნაიარევ სულში რომ გიზის
და სულ უბერავს...

ამდენი სითბო სად შემოგრჩა ამ სიცივეში?!.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი