რარიგად დუმან სასაფლაონი ..
რარიგად დუმან სასაფლაონი, მთებს გაჰყურებენ, მთები დგანან ნისლის ქურქებით, ცა იქუფრება, ემსგავსება რუხ მარმარილოს, ცუდად გაჩორკნილს... ცას ცა არ ჰყოფნის... სადღაც აქ წვანან პოეტები - ოთარ მიქაძე, ცხონებული, ქუდით - ელდარი... და პოეზიაც, ალბათ, ეგ არი, - სიჩუმე და სუფთა ჰაერი...
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი