მიპოვე
გათოშილ მთვარეს ტალღა შუბლს ახლის, ვიხსენებ: ქვიშა... ”შატო”... შერბური... შენ დედისერთას სინდრომით დაღლილს სულ ზურგზე გძინავს, თანაც მეფურად თვლებივით ითვლი ბრჭყვიალა ხომლებს, წლებს და თოლიებს, იქნებ, გარისკო, - მე ნიჩბის ტარზე ვიძინებ ხოლმე, პირით - იმ ცივი, თეთრი მთვარისკენ, მოდი, მიპოვე…
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი