დისონანსური
შენ მოხვედი და მოიყოლე სუნთქვა ელადის, ეოსის ნისლი და ამურის ბასრი ისრები, მო, ღვთაებრივი სითხე შევსვათ, ღვინო - მისწრება, მერე ამფორა დავატოლოთ კოლხურ ხელადას. ერთ დროს აქ ცვრიან ბალახს ძოვდნენ ოქროს ვერძები და ძმისწულს ზრდიდა უძლეველი მეფის და - კირკე; როდემდე უნდა მეშინოდეს შენი დაკარგვის?!. ნუთუ იმიტომ გიპოვე, რომ ისევ გეძებო?!. მოდი, ამფორა დავატოლოთ კოლხურ ხელადას...
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი