უთავბოლო ლექსი
დღის ბოლოს საოცრად ბრჭყვიალებს ქალაქი, ვაჟაზე მოვდივარ დაღლილი ფიქრებით, ჭადარი ასფალტზე პასეანსს ალაგებს ფოთლების, - ვუკიდებ და ისევ მიქრება ასანთი... ბილბორდზე პიკასოს ნახატსაც... (უბრწყინავთ ნოტიო ფარები ავტოებს...), რატომღაც მგონია, წავალ და რაღაცა დამრჩება კარს მიღმა, ან განზრახ დავტოვებ!..
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი