გავიფოთლები
რა მოხდა მერე? იშვიათი გამიჩნდა სენი, ლურსმანზე შენი ნაჩუქარი კიდია ქუდი, დევს სასთუმალთან გრამატიკა სვანური ენის, გულს რომ ვერ ვუდებ... ფილტვებში წყალი ჩაგიდგაო, - თებერვალი მოსულა, ჩემო, გადაყარე წამლის ბოთლები!.. წვერმოშვებული და შიშველი ხომ ვარ წელს ზემოთ? – აპრილში ფესვებს გავიდგამ და... გავიფოთლები.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი