ფარვანა
ვიწრო იყო ჭუპრი, ნოტიო, მოკეცილი მატკინა ფრთები... და მაინც, ღირდა ჩამესუნთქა სუფთა ჰაერი, თუნდაც ორი დღით ცხადში მეფრინა... (აქამდე მხოლოდ ლურჯ სიზმრებში თუ დავფრინავდი) მახსოვს სამოთხეს წააგავდა ქვეყანა იგი, უღვიოდა მწვანედ მთა-ველი... იქ ორ უცნაურ ფარვანასაც გადავეყარე, ფრანცისკო ერქვა ერთს, მეორეს- გველისმჭამელი.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი