ეს შემოდგომაც სიზმარია- ..
ეს შემოდგომაც სიზმარია- ნუკრის ქათიბი, სველი ფოთლების თაიგულებს შენთან გამატანს, გამხდარი მთვარე წამოადგა გზას და სათიბებს, ეტყობა ისიც პატიოსნად იცავს რამადანს... ვტოვებ იმერხევს, ქარი ქროლას უფრო უმატებს, დიდი კაკლის ქვეშ ფეხმორთხმული სხედან გურჯები, ისე მყიფე ვარ, ახლა როგორც ხანძთის გუმბათი, ალბათ მომავალ დიდთოვლობას ვერ გადვურჩები.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი