უძილაური


რას ფიქრობ, უძილაურო?
შენ რომ შენიშნე კოშკები,
მათ უკან თერგი ხმაურობს,
ზამთარში გაითოშება
შემცივნებული ქალივით,
განა სისწრაფეს მოუკლებს,
შენ ვიდრე იმ მთას აივლი
და ვიდრე დროში მოუგებ,
წავა და დაიკარგება
უცხო მხარეში მავალი,
ცას დააჩნდება კადრებად
წამოფრენილი ალალი
კოშკის ყელიდან, მერე კი,
როცა ჭიუხებს მიჰყვები,
გაგთანგავს ქარი - მარეკი,
გიმეგზურებენ ჯიხვები.
რას დარდობ, უძილაურო?!.
ლურჯი ცა გივსებს ფიალებს,
შენს ფერხთით თერგი ხმაურობს,
”თერგი რბის, თერგი ღრიალებს!..”

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი