ქალაქი
ვუცდი... (რაღას ვუცდი?!.) სველი ტროტუარი აცილებს მანქანებს, ეყრება რუსთაველს ცივი ნოემბერი - ქარვა და გიშერი... სადღაც ბავშვობაში ირწევა პალმებით ნაქარგი ბაქანი, არა მაქვს სახლი და... მშობლები არ მყავს და... ჭადრებმა მიშვილეს. აქ, ამ კარნავალზე, სულ მალე ნათურებს აანთებს ქალაქი, ზურგით მიეყრდნობა მთაწმინდას, დილამდე გამაცლის არაქათს, - დილით წვერგაბურძგნულს ძველი ნაცნობივით მიღიმის დალაქი, შენ კი - ძველებურად - არა ხარ, არა ხარ, არა ხარ, არა ხარ... ......
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი