პალტო
თავისუფლება ჩემს ძველ პალტოს მაგონებს, - მათბობს, როცა ვიკრავ, ჩავიხსნი და მერცხალივით დამაფრენს ქუჩაში... ზამთარში არ ვიშორებ, არც ზაფხულში ვუტენი ჯიბეებში კაკლის ფოთლებს. გიჟი თავისუფალიაო, - მესმის ზურგსუკან... არავინ მისწორებს მზერას... შურთ... (ან რცხვენიათ...) შუშის თვალები აქვთ შურიანებს, ცივ წყალში აწყობენ ღამ-ღამობით. ვის გაქვთ ძველი პალტო? წავიდეთ რიყეზე, თბილისობა აღვნიშნოთ მტკვარზე გადაფრენით!.. იქნებ, ჰაერში მოცეკვავე კინტოებსაც მივბაძოთ?.. ეგონოთ მერე, რომ ღვინობისთვე დამთავრდა და აპრილამდე არ ჩამოვლენ მერცხლები.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი