აუტოდაფე
ტყუილად წერა გაზაფხულმა მწვანე ფურცლებზე, აუტოდაფე, - ხმელი ფოთლები დაუფერფლავთ შუა ქუჩაზე, ცხელი თვეების ფერწასული ხელნაწერები. ახლა ნაცარს ქარი გაფანტავს, და ჩემი სევდაც, ნაცრისფერი, შეეყინება ზამთრის მთვარეს ქუთუთოებზე.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი