გემები


Sos!
Sos!
Sos! -
ვიმეორებ ”ტიტანიკივით”,
ვიძირები და... მაპატიე!..
სიჩქარე მხოლოდ ხუთი კვანძი, -
შორს ”კარპატია”,
მოვა, მაგრამ დაიგვიანებს...
წყალი ცივია,
ფსკერი - ქვიანი...
სადღაც ირწევა სამკუთხედი...
ცხელი ბორნეო...
შენ ყინული ხარ,
მაგრამ ყრუა ”კალიფორნია”,
ისე ჩამივლის,
ვითომ ჩქამი აღარ გამეღოს,
ვითომ გემბანზე არ მემღეროს
სიმღერა გედის...

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი