წყალდიდობისას


ოთხივე მხარეს გაგექეცი ერთ დღეს
და მივხვდი,
სუყველგან შენ ხარ:
აღმოსავლეთით აისი ხარ,
დასავლით - მწუხრი,
სამხრეთით - ქვიშა,
ჩრდილოეთით - ზეცის ციალი...
მე ისევ ხმელი ფოთოლივით ვთრთი და ვწრიალებ,
წამიღე, ქარო,
ღრუბლებისკენ წამიღე, ქარო,
ანდა რბილობი გამაცალე ფსევდო-თევზივით,
წყალდიდობისას რიო-გრანდეს ჩავყვები თავქვე, -
ოკეანისკენ...

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი