ალბათ, ასეა, - მეც შენსავით არ ვარ მარტივი ..
ალბათ, ასეა, - მეც შენსავით არ ვარ მარტივი და ვერაფერი ვერ გავუგე \"ოქროს შუალედს\"; ხან აგვისტო ვარ, ხან ვაწვიმებ შლეგი მარტივით, მერე გავრბივარ გრძელი თმით და თხელი ვუალით იქ, სადაც ყელი გამომშრალი ისევ იგემებს მარილიანი ტალღის გემოს... (სარფი... გონიო...), - ჩემთვის სამშობლო სიზმარია თეთრი გემების, ზღვა კი მაჯებზე გადამტყდარი საფირონია.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი