ახსოვს ქვაფენილს
ახსოვს ქვაფენილს კახთ ბატონის ჯარის გუგუნი და ნაპერწკლები ოფლიანი ცხენის ფლოქვების; ხედავ, გომბორზე გაფუყული ნისლი სლუკუნებს და ეს გზაც მალე გრილი წვიმით გაილოკება. - დიახ, ბატონო, ქართველი ვარ, მქვიან აითურ და ქართულ ცაზეც ტყუილად მაქვს მთვარე გაჩრილი, - მტვრიან ხავერდზე შეტოკდება ხმალი ბზარითურთ და აივანზე გადმოდგება თეკლას აჩრდილი... ახსოვს სასახლეს აბჯრიანი ჯარის - იცოცხლოს, მეფე ერეკლემ იცოცხლოსო, მრავალჟამიერ!.. 20.09.2009 წ. თელავი
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი