მაჯორე /ფიქრიას/


შენს თვალებს დაჰკრავს ფერი ტბის და ფერი ლაჟვარდის,
ან ლაჟვარდების, ვერცხლის ტბაში რომ ირეკლება,
დღეს მონატრებამ ისევ სულში შეინავარდა
და ამოხეთქა მთელ სხეულზე ოფლის ეკლებად.
სულ სხვაა ტბების გარდასახვა იტალიაში,
(ჩემს რიწას ახლა ათასობით მილი მაშორებს);
ბონ ჯორნო, სოლე! კომე სტაი?.. სკუზი... პიაჩე...
ღელავს მაჯორე...

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი