საკმარისია ერთხელ გნახო ..
საკმარისია ერთხელ გნახო, ანდა უბრალოდ დაგისიზმრო, - მთელი დღით გამყვეს ცინცხალი კადრი. ჩემი გადახრის ამპლიტუდა იზრდება ჭადრის და კოპიტის ჩრდილებზე სწრაფად. მთვარე სულს ღაფავს, სულთათანას გალობს მთიები... შენ ყველაფერი გეპატიება: გულცივობაც, გესლიც, სიფიცხეც... მაგრამ მე რა ვქნა? - ვერც თავს ვიკლავ, ვეღარც გივიწყებ...
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი