ხიდზე
„ბროლ-ღიკილასაც მოგი...“
გალაკტიონი
ხიდთან შუქნიშანი აილანძა,
ბრწყინავს ოქროსფერი სამება,
ცრის და მთაწმინდაზე ტელეანძა
ნისლის თხელ ბადეში გაება,
წვეტი გაუყარა წვიმით ნაქსოვს,
ვითომ სხვა დროს თავს არ ირთავდეს;
ქალი: ქოლგა მქონდა, ასე მახსოვს,
ვაჟი: გავსებულა პირთამდე...
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი