მორო
მას მორო ჰქვია, ბავშვივით ტირის, როცა რაიმეზე ნაწყენია, მე კი ისე მეშინია ცრემლების, როგორც მეხის გავარდნის მოწმენდილ ცაზე. არ გამიშვა მასთან, გთხოვ, ეზოში ჩამიყვანე, გაყვითლებულ ფოთლებზე ჩამიწერე შემოდგომის სოული, ძილის წინ ჩამირთე, მოშრიალე ფარდების ფონზე და როცა ჩვენი უმზეო ოთახი ტროპიკულ წვიმებს მოინატრებს, - ახადე ჭერი!.. მერე რა, რომ ჭერზე მიწერილი ლექსები ზეპირად არ იცი და უკვალოდ წაიშლება, სამაგიეროდ ცხენთევზა ღრუბლები აგვივსებენ ოთახს ბლანტი წვიმით და მე ვიქნები ფოტოგრაფი, რომელიც წყალქვეშა ბუნებას იღებს. მას მორო ჰქვია, პატარაა ბავშვივით, უმნიშვნელო წყენაზე ღაპაღუპით დასდის ცრემლები. მე ის მიყვარს და... ნუ გამიშვებ მასთან, გთხოვ...
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი