შენ არ დამარჩენ, - ..


შენ არ დამარჩენ, -
ასე იტყვიან ჩვენში, როცა გრძნობენ სიკვდილს და
როცა სიკვდილი სიყვარულის თანაფარდია.
ჩვენ ორს შორის შავი ფარდაა,
ბნელი კარცერი...
მე მთვარის ბადით უნაზესი ღამე გავცერი,
რათა შენს ფერხთით დამებნია ყველა ვარსკვლავი...
მოდი, გასწავლი:
თავისუფლება მხოლოდ ფრთების გაშლა როდია,
მზის გული უნდა მათ გაშრობას
და მოთმინება.    ......................
შენ არ დამარჩენ...
მზე ბნელ კარცერში აღარ შევა
აღარასოდეს...

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი