გოგირდის წვიმა
ჭიშკრამდე მიგვაცილა აგვისტოს წვიმამ და უცნობმა ფანტომმა, დაგვმალა სახლმა და ჩვენც - ნიშნად მადლობის - ჩავუნთეთ სანთლები გულში და ფარდებს მიღმა არ ჩანდა ორიონი, არც ირმის ნახტომი, არც ჩვენ აგვტკენია თავი ღრუბლებით და ცის ქირომანტიით, - უბრალოდ შევიყუჟეთ სახლის სიჩუმეში და ხელის შეხებით ჩავხატეთ სარკეში თეთრი სხეულები... და სული მტკივანი თანდათან ჩამოვბანეთ გოგირდის წვიმით და ნელ-თბილი შხეფებით და თრთოდა დივანი...
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი