სუფთა ჰაერი


შენ ასეთი ხარ, ადგები და მომწერ შორიდან,
რომ იმერეთში უმწვანესი მეფობს აგვისტო,
რომ შეძახილმა დააფეთა სადღაც ქორი და...
საკმარისია ესეც ჩემი წარმოსახვისთვის,
რათა გამიჩნდეს ილუზია მრავალნაირი,
წავეპოტინო მთაში ნისლს და ცაში ტიტანებს,
გთხოვ, ჩემი წილიც ჩაისუნთქე სუფთა ჰაერი
და ერთი ბღუჯა ბალახები ჩამომიტანე.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი