სარფში
/"ახ, ნეტავი ერთად იყოს..."/
ნ-ს
გაღმა დაიკვნესა მუეძინმა,
მნათე გააღვიძებს აქეთურებს...
მე კი ვიფიქრე რომ ჩაგეძინა
შუბლზე ანგელოსის ნათითურით.
შენი თბილისი და ჩემი სარფი,
გულში - სიხარული კოკროჭინა...
ნეტა შენს ოთახში ჩამასაფრა,
ერთხელ უნდა ვნახო როგორ გძინავს.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი