ტუჩები


შენი ზედა ტუჩი
არტემიდას მოჭიმული მშვილდია,
ქვედა - წვიმის ღრუბელი.
გძინავს.
შევცქერი:
ქალღმერთი ნადირობს წვიმაში.

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი