მიქცევა
მიქცევასავით ვარ დღეს და სავსემთვარეობას ველოდები. რა მომიტანა ღამისთევამ? მგელდაცემული ბატკანივით მითრთის სხეული... ოფლში დავცურავ... იმიტაცია: მე გავრბივარ შენგან, ყველასგან... წვიმის ბაქნებით... როგორც მირაჟი, მატარებლის ბოლო ვაგონი თვალის კუთხეში... მოულოდნელად ნიჟარების მძივი გამიწყდა, მათ შეგროვებას მოვუნდები, ალბათ, დილამდე. ამ ღამესაც თეთრად ვათენებ და შენზე ვფიქრობ, - ისევ ტყუილად... რკინის ბორბლები უკრავენ ჯაზს და ფანჯრიდან ფანტომების ფოტოსესია... მიქცევასავით...
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი