მთვარის ქურუმი
მე შენი წელის სივიწროვე მაღიზიანებს, და ლურჯი ტალღა, რომ მოგიჩანს თმების სიღრმიდან, ადრე იყო და... გადავყევი შიშველ ლიანებს, ქვიშა მწვავდა და ქარაშოტი გულ-ღვიძლს მიღრღნიდა. დღეს - გაფრენილი თოლიები... კიდევ... რავიცი... ცა - თითქმის ღია თაფლისფერი, თეთრი თუ მრუმე... ყველა ხომლში და ყველა ქიმში შენს ლანდს დავეძებ მე - უმოწყალოდ დაწყევლილი მთვარის ქურუმი.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი