გზატკეცილები


წვიმს და ვსველდებით მე და გზები თითქმის თანაბრად,
მიყვარს თიბათვე...
იმატებს თქეში... ქარი იწყებს „აბრა-კადაბრას“
და ფრთებს მივათრევ.
შორს, იმ ქალაქში, სადაც მხოლოდ შენ მეგულები,
შევკრავ ირაოს...
რა ქნას პოეტმა, თუ დაკარგა თავი სრულებით? –
დაე, იაროს...
დაე, გეძებოს, ვიდრე ფრთხილად შესვამს საღამო
ღრუბლის ლოჟაზე...
რას შვრები ახლა? ალბათ, ისევ უსმენ „საღაპოს“,
ანდა ჯო დასენს...
მე კი შენ გისმენ...
გულში,
ჩუმად...
არაფერში არ გეცილები...
დღეს უნდა ფრთებით შეგიმშრალო გზატკეცილები...
რა ვქნა?
მიყვარხარ!..

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი