მარტოობა
აჰა, ეს ლექსიც სიგარეტის ნამწვივით ჩაკვდა, უფრო ზუსტად, ძალით ჩაკალი... და მიადექი მაღალ მთაზე აღმართულ ეკვდერს ხელის კანკალით... იქ ვინ შეგიშვებს?!. იქ გვირგვინი დაადგეს ქრისტეს, - შენ გბაწრავენ ჭრელი გველები... გახსოვს, ახლახან გულთმისნების სიმშვიდით გითხრეს: "რა გეშველება?.." არც არაფერი... ცა შებოჭა ღამემ ბინდებით, გახსნა მთვარე - ვერცხლის კონვერტი... და მარტოობაც სხვანაირად გეამინდება, როგორც ყოველთვის.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი