დღეს
უკანასკნელი ლექსი შენზე... ყველა სიზმარში მეორდები. ვინ დაიჯერებს?!. ასე იყო მშობლიური ქალაქის შემდეგ, ჭაობმა რომ დამისაკუთრა და მაქციების ნაკბენივით დამაჩნდა მიწა. დღეს - ავადმყოფი მარიონეტი, გამოკიდული წარსულსა და მომავალს შორის - ვხვდები რას ნიშნავს: ”თვალს გავახელ, ზედ წამწამზე მიზიხარ!..” ვინ დაიჯერებს?!. მიყვარხარ და კვლავინდებურად მზის ბაჭიებს და წვიმებს დავდევ ტროტუარებზე.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი