უხმოდ
შენ გეძღვნება შენ ამბობ, რატომ აგროვებო მინდვრის ყვავილებს? დრო გამყავს, ჩემო, (ჩემი არ ხარ, ვცრუობ ამჯერად...) შენთან ყოფნის ახლაც არ მჯერა; უბრალოდ ვდგავარ, მიუსაფარ დღეებს ვაწვალებ, ბავშვივით ვაცლი ყვითელგულა გვირილებს ფურცლებს: მოხვალ? არ მოხვალ?.. მნიშვნელობა თუ აქვს საერთოდ?.. ბოდიში, შენზე ფიქრით გავერთე უხმოდ, უსაზღვროდ... დავიბენი... არ მეკადრება!.. თბილი წვიმა მოდის კადრებად, - ნათლავს ნაფეტვარს... მიყვარხარ-მეთქი, - ვერ შევძელი მეტის გაბედვა, ასე ვარ ხშირად, როცა მხედავან, - ნიავზე სუსტი და ბალახზე გაუბედავი.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი