ირეალურში
ისევ იწვიმებს... დამტვრეული მტკივა ლავიწი, მარცხენა მხარი... (ხომ ვიყავი ერთ დროს ცაცია?!.) შენ გესიზმრება ფასკუნჯები, მე კი - რავიცი... ვარღვევ კანონებს, უფრო ხშირად გრავიტაციის... ფრთამოხატული იმედები ცისკენ გავუშვი, და ვგავარ ახლა დამშრალ ჭასთან დადგმულ ოწინარს, რეალობიდან გადავეშვი ირეალურში, და ჩემი ნატვრა შენს სიზმარზე დავაქორწინე.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი