ჰო ..


ჰო,
ვერ ჩაგხედე თვალებში და...
მქონდა საბაბი...
არცა რა მითქვამს,
სისულელეა...
ერთ დროს ამ კაკლის ფილთაქვაში
წყალსაც ვნაყავდი,
გულსაც,
ნერვებსაც...
დაჭმული ფრჩხილით ვფხოჭნიდი კედლებს...
ცა იყო ნედლი,
როგორც სიმინდი მკათათვეში,
როგორც ქვირითი,
მდინარის თავში რომ დაყრიან ორაგულები...
სად მეგულები, არც ეგ ვიცი ახლა და მაინც
ნიჟარის ნატეხს წავაწერე შენი სახელი.
თითქოს ამ ტალღას მიგაბარე,
დაინდობს-მეთქი, - გავიფიქრე,
უშველის-მეთქი...
მაგრამ არა! -
წაგლეკა მაინც...

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი