მეფე შიშველია


მეფე შიშველია, მეფეს ვინ შემოსავს?
სადღაც, ავლაბართან, დიდი ნაპრალია...
მახსოვს, დაჰნათოდა მთვარე - ალბინოსი -
ეკას, ნათიას და... დღეს 9 აპრილია.

დღეს 9 აპრილია და ჩემს ოდაბადეს
ერთად დასჭკნობია ვარდიც, მიმოზებიც...
მეფეს რა შემოსავს, თორემ რუსთაველი
ისევ ფუთფუთებს და ხალხით იმოსება.

9.04.2009

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი