შენ :)
აიჭრა ქარი, არქაული და ნამარტალი, აჰყვნენ ფანჯრები, ფოთლები და... ავტობუსები, მიყვარს, როდესაც მომყვები და დიდხანს ჭარტალებ, და მერე უცებ - მწყერივით რომ გაისუსები. ციმციმებს ხიდი და თვალები წყალში მიცვივა, ამოდის მთვარე აღერილი ანძის ქილიკით, არ მიყვარს, როცა ვერცხლის ბრჭყალებს აჩენს სიცივე, როცა მიდიხარ, მე კი ვრჩები, ანდა პირიქით.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი