დაბრუნდი ვითომ და ისევ გტანჯავს ..
დაბრუნდი ვითომ და ისევ გტანჯავს აუტანელი ხროტინი ღრუბლის... სადა აქვს მიწას პულსი და მაჯა?!. სადა აქვს ზეცას კარი და ზღურბლი?!. პალმასთან ბრიზი მსუბუქ ფლირტს აბამს, შეუჩნდა სევდა ორთავ თვალისჩინს, გასვლია სუნი შენს ჩითის კაბას და ძაფზე ასხმულ მიხაკ-დარიჩინს. იმშობლიურებ ალესილ დანას, მთვარემ ქალაქის შუბლი შენისლა... დაბრუნდი, მაგრამ სხვაგან... და თანაც უკანასკნელი ფოთოლცვენისას.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი