ჩემი ძიძაა
ეს იყო ადრე, ზღვაურმა რომ გადაიშოლტა თმები და დაჰყვა ჯებირებს და ბრებს და მისთანებს; შენ გერქვა ჩემი სიყვარული - ჩემი იზოლდა, მე მერქვა შენი თვალისჩინი - შენი ტრისტანი!.. ეს იყო ადრე... აქ არც ზღვაა და არც რიწაა, თეთრი კვირტები დასჩენია გაღმა ხეივნებს; ახლა მარტო ვარ და ეს მარტი ჩემი ძიძაა, ლექსებს მასწავლის და ქუჩაში დამასეირნებს.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი