პოეტები
"პოეტები სიტყვის ლოთები არიანო..."
/კ. გამსახურდია/
ქართლის დედას რომ გამოსცდები,
ძველი სახლების სათაურებს,
სხედან ნასვამი პოეტები,
ლექსებს ამბობენ ხატაურებს,
გულში იკრავენ ნარიყალას,
ღიმილს აფრქვევენ მომეტებით,
მზე ნაბდიანად აიყარა, -
სვამენ თავნება პოეტები!..
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი