ტბა
ვერ გეტყვი, რატომ არ გახსენებს ჩემი ტბა ლოჰნესს... (ტბა ტბააო, - ასეც ვერ იტყვი), ჰო, მართალი ხარ, დილის ნისლი უფრო თხელია, სამაგიეროდ, დარდია მძიმე და სპირალივით ეხვევა ხელ-ფეხს... შებორკილს - გბორკავს... ეგაა კიდევ - დარდიც არის და... თუკი ლოჰნესი არეკლილი ზეცის ფერია, ჩემი ტბა მოჰგავს დაქცეულ ღვინოს, მწყურია? - დავლევ!.. ხანდახან ვბედავ ტბის გულამდე... ჩაშლილი ბადით, ენდემურ მოჩვენებას დავდევ, უცნაური სახელით - "იმედი".
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი