ფერადი ფანქრები
ახლა, როცა მისი ”ჟირაფის” ასლივით გამადიდებელი ლუპით მიყურებენ და ცდილობენ გაარკვიონ სად შეიძლება ვიწყებოდე? – რომელი წაშლილი თუ ვერწაშლილი ფენის მიღმა, შავი შტრიხების გასწვრივ თუ გაცრეცილი კონტურების წიაღში... ახლა, როცა სიზმარში ნანახი სწრაფმავალი ხომალდების ზურგზე ჩალისფერი მთვარე ქანაობს, და ჟანგიანი ფარანი ხაოიანი წვიმებით გადალოკილ ქუჩებს ზვერავს, - მინდა დაგხატო, დიდი ვარდისფერი ბუშტებით, შრიალა შიფონის კაბით, თხელი და ლამაზი თითებით.. კათხა ლუდით და სიგარეტით... კაფე ”თბილისურში”... და გითხრა, რომ უამრავი ფერადი ფანქარი მაქვს, ჭერზე და იატაკზე და კედლებზე და ვენებზე და საფეთქლებზე და სასულეზე და არცერთი არ წერს...
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი