ზამბახი
- ნუ მომწყვეტ, რობი, მეუბნება მინდვრის ზამბახი და პირს იმშრალებს, - შენს შეყვარებულს ახლა მატყლის ლოგინში სძინავს, ჩემი კი ამ გზას მიუყვება ნელი ნაბიჯით და სანამ მოვა, შემეცვლება შნო და იერი... ნეტავ გადარჩეს, კლდეს არ მოსწყდეს, ყვავმა დაინდოს!.. ვხედავ, მიცოცავს ლოკოკინა, - ვამბობ: არ მინდა ნორჩი ზამბახი მოვაცილო თავის სტიქიას, მაგრამ... მე სად ვარ, ან როდიდან, - ვერ გამიგია...
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი