ქალი
ქალს გაფურჩქნილი ყვავილივით უჭირავს ქოლგა, მივდევ და გავცდი: კაფე "გაზაფხულს", ჩემს სამსახურს, საბაგიროსაც... ისწორებს კაბას... უსაშველოდ უხდება თეთრი, მე კი - გალუმპულს - ნუცუბიძე მგონია შხარა... და მიდის ქალი, გზას ფარავს და... მწვერვალსაც ფარავს.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი