მეტროში
ჩვენს ქალაქს ახლა ქოლგასავით ახურავს წვიმა, ელავს... "კარები იკეტება..." ხიდი. ელდეპო... ყველა ტკივილი უკანასკნელ სადგურთან მიმაქვს, გამიძნელდება... რა მოხდა მერე? მივეჩვიე ლოდის ტარებას. - ფრთხილად, კარები!.. *** დავსვა თუ არა? რა აზრი აქვს ან კითხვის ნიშანს, ანდა ძახილის(?!.) მშრალად მახველებს... განწირული ხმით ვიმეორებ ყველა მეტსახელს... ან მე ვარ თევზი, ან შენ ბაძავ ბუს და მიკიოტს, - დღეა და გძინავს.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი