ფანჯრის რაფასთან
წყაროსთან ისევ ამოვიდა მწვანე ბალახი, ღამის უბიდან ამოფრინდა ვაი-ვაგლახით ციცინათელა... ცივგომბორიდან გადმოეშვა მთვარე მალაყით, დიდხანს იგორა და დაღლილი დედაქალაქის გზები გათელა. (როდის მოვწიე?!. არ დამირტყამს ერთი ნაფაზიც...) და ვფურცლავ ახლა საკუთარ თავს ფანჯრის რაფასთან, - მრავალკითხვიანს... კი იყო ქორფა ის ბალახი, მწვანეც, ბიბინაც... მაგრამ ჩვენს შორის შავმა კატამ გადაირბინა, როგორც იტყვიან...
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი