ჟირაფი
/რენუარს/ ნინ, მე ცეცხლი ვარ. მირჩევნია - თუნდაც საცერით - მზის უდაბნოდან მოვზიდო წყალი... მერე კი, როცა ცივ მეტლახზე დამიგებ ლოგინს, კვლავ დავისიზმრებ გაყვითლებულ ქოთნის ყვავილებს, მთვარეს, სტურუას... ნათურის ნაცვლად ჩაგიხრახნი ჭაღში სიმშვიდეს. სად მე, სად წყალი?!. უბრალოდ მარტი - ბლოკნოტიდან ამომძვრალი ჭრელი ჟირაფი მოაწყდა კარებს.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი