შემთხვევით


ამ ქუჩის თავში გვირგვინებს და ქოთნებს ჰყიდიან,
ღამენათევი მზის ამოსვლა არღვევს ხანდახან
ქუჩის ბოლოში აღმართული ჯვრების სიჩუმეს...

სადღაც, შუაში -
ერთდროულად: თიხის ქოთანი,
გაურანდავი მარმარილოს ჩამონათალი
და თითქმის ფურცლებგაცვენილი მინდვრის ყვავილი -
ვდგავარ და ვცდილობ,
უცაბედად აღარ დავიმსხვრე,
ანდა შემთხვევით არ მომწყვიტოს მარტის გრიგალმა.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი