ქარი - თვითმკვლელი
ხმაურობს ვერე, შორს ბრჭყვიალებს ანძის კონუსი. რატომ გავჩერდი? - მეყსეულად... მთვარემ მომნუსხა. მოულოდნელად მოსწყდა ქარაფს ქარი - თვითმკვლელი. არ ხმაურობენ აჩრდილები, არც გზას იკვლევენ, უბრალოდ დგანან და ბნელ ფიქრებს ეტმასნებიან... ... ხომ არ ჯობია, მეც გადავცდე ხიდის რიკულებს? - მოკლეც იქნება, სწრაფიცა და რომანტიკულიც...
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი