ილუზიაა - მოვა აპრილი ..
ილუზიაა - მოვა აპრილი ღვინით გამივსებს თიხის ფიალებს, და შუქურასთან, პონტოს ნაპირას, ზღვისფერ ენძელებს ააწკრიალებს. ამჟამად მხოლოდ შენზე მინდობილს დამიკრავს ქარი შეშლილ ბეთჰოვენს, გამოვეთხოვე უამინდობას, დამღლელ ლოდინსაც გამოვეთხოვე... თანდათან ვატან ღრუბლის ოხშივარს ყველა ტკივილს და ყველა მეტასტაზს, შენ შედი ახლა ისლის ქოხში და მე გავფრინდები მაღლა, დედასთან...
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი