პეპელა
მე ვარ პეპელა, გამიშვი გარეთ, სამ დღეზე დიდხანს მაინც მაპეპლე... ჩამავალ მზეზე უკიდებს მთვარე და ჩამწვარ ფიქრებს ჭაში აფერფლებს. ამჟამად მხოლოდ შენზე მინდობილს დამიკრავს ქარი შეშლილ ბეთჰოვენს, გამოვეთხოვე უამინდობას, ამდენ ლოდინსაც გამოვეთხოვე... თანდათან ვატან ღრუბლის ოხშივარს ყველა ტკივილს და ყველა მეტასტაზს, შენ შედი ახლა ისლის ქოხში და მე გავფრინდები მაღლა, დედასთან...
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი